სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი სიამაყით ვულოცავთ ახალ საფეხურს საფეხბურთო გზაზე!“ - შუაგორას საჯარო სკოლის მოსწავლის - დათო კაცაძის სპორტული წარმატება 
28-07-2026
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

მე-7 კლასის მოსწავლე დათო კაცაძე ევროპულ ტურნირზე ასპარეზობისთვის ემზადება. 

სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული სიამაყით ულოცავს VII კლასის მოსწავლეს, დათო კაცაძეს, სპორტულ კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპულ ტურნირზე ასპარეზობის შესაძლებლობას მიიღებს, რაც მისი შრომისა და მიზანდასახულობისა შედეგია. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის დათოს მწვრთნელს, რომლის პროფესიონალიზმმა ახალგაზრდა სპორტსმენის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„დიდი სიამაყით ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს, დათო კაცაძეს ახალ საფეხურს ფეხბურთის სპორტულ გზაზე! ვუსურვებთ ღირსეულ ასპარეზობას ევროპულ ტურნირზე, ახალ გამარჯვებებსა და ოცნებების ახდენას.

წარმატებებს ვუსურვებთ დათოს მწვრთნელს, ბატონ გიგას, რომლის თავდაუზოგავი შრომისა და სწორი წვრთნის შედეგია ჩვენი დათოს ასეთი მიღწევა. ბატონო გიგა, გისურვებთ, ბევრი სასახელო სპორტსმენის სახელი უკავშირდებოდეს თქვენს სამწვრთნელო კარიერას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება