სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერეთის საჯარო სკოლის გარე ფასადის სრულმასშტაბიანი რემონტი და თანამედროვე სპორტული მოედნის მოწყობა იწყება
27-07-2026
-
+


სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლეა. 

სკოლაში იწყება გარე ფასადის სრულმასშტაბიანი რემონტი და თანამედროვე სპორტული მოედნის მოწყობა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პროექტი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან განახლებული შენობა და თანამედროვე სპორტული სივრცე სრულიად შეცვლის სასწავლო გარემოს, აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათ ჯანსაღ განვითარებას.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს დიდი პროექტი რეალობად იქცა იმ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯებისა და მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც შესაბამისი უწყებები ჩვენი სკოლის მიმართ ახორციელებენ. სწორედ მათი უშუალო ძალისხმევითა და დაფინანსებით კეთდება ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეებისთვის.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები უღრმეს მადლობას ვუხდით ამ დიდი საქმის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული მხარდაჭერისთვის, პროექტის სრული ფინანსური უზრუნველყოფისთვის და იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც სკოლების გაძლიერება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად აქციეს

ვანის მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილის ხელმძღვანელობით - ადგილობრივ დონეზე პროექტის ინიცირების, ჩვენი თხოვნისა და სოფელ ფერეთის საჭიროებების ოპერატიულად გადაწყვეტისთვის, ასევე სამუშაოების დროულად და ეფექტურად დაწყების ორგანიზების პროცესში პირადი, ქმედითი ჩართულობისთვის;

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბატონ შოთა გიორგაძის ხელმძღვანელობით - გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე გამოხატული მაღალი პასუხისმგებლობისა და სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული თანადგომისთვის;

ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ივანე კორძაძეს - უწყებათაშორისი კოორდინაციის ეფექტურად განხორციელებისა და პროცესის თითოეულ ეტაპზე გაწეული უდიდესი პროფესიული მხარდაჭერისთვის.

სოფლის ხელმძღვანელობას - თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის და მხარდაჭერისთვის, სოფლის მომავალი კეთილდღეობისთვის.

აგრეთვე ყველა იმ ადამიანს ვისაც მცირეოდენი წვლილი მიუძღვის ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.

მიგვაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ამ ცვლილებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სოფლად მცხოვრები მომავალი თაობის აკადემიური, ფიზიკური და სოციალური წინსვლისთვის. მადლობა ყველას, ვინც რეალური საქმით აშენებს და ქმნის ჩვენი სოფლისა და მომავალი თაობების ხვალინდელ დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება