| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მშობელთა კრება ჩატარდა. კრებას, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მოსწავლეთა მიღწევები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
კრებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი, ბატონი გოჩა ხელაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესში დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ის აქტუალური საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს, საგამოცდო სისტემის დახვეწასა და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას.
„მიგვაჩნია, რომ სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების მუდმივი, ღია კომუნიკაცია საუკეთესო საფუძველია თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებისთვის.
დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს მობრძანებისთვის, გამოჩენილი ინტერესისა და იმ ნდობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვიცხადებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად