სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნივთების შიდასასკოლო კონკურსი გაიმართა
27-07-2026
-
+


ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას ემსახურებოდა 2025-2026 სასწავლო წელს მუსიკისა და ხელოვნების ინტეგრირებით განხორციელებული პროექტი. 

„შემოქმედება სამყაროს ფერადსა და საინტერესოს ხდის. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ინტეგრირებული პროექტის (მუსიკა- ხელოვნება) ფარგლებში, ხელნაკეთი ნივთების შიდასასკოლო კონკურსი.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების კონკურსში საკუთარი ნიჭი, ფანტაზია და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა ორიგინალურობით, მრავალფეროვნებითა და შემოქმედებითი მიდგომებით.

კონკურსის ნამუშევრები შეაფასა სკოლის პედაგოგებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მონაწილეთა შემოქმედებითობას, შრომასა და იდეების ორიგინალურობას.

კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, ხოლო წახალისების მიზნით გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

„მადლობას ვუხდით ჟიურის წევრებს - მედეა ტრამაკიძეს, ქალბატონ ლალიკოს, თაკო დარბუაშვილს, ია მეტრეველს, ხათუნა ღვინიაშვილს​ და თითოეულ მონაწილეს - ნონიკო ლონგურაშვილს, ქეთი წერეთელს, გვანცა მამისაშვილს, ნატალი წერეთელს, რატი მამისაშვილს, ბარბარე ჯოხაძეს, მიხეილ ჯოხაძეს, ნიკოლოზ კვირიკაშვილს აქტიურობისა და მონდომებისთვის. ვუსურვებთ მოსწავლეებს მომავალშიც მრავალ წარმატებას, შთაგონებასა და საინტერესო შემოქმედებით იდეებს..

დიდი მადლობა ბატონ: ემზარ მამისაშვილს. 

დიდი მადლობა ჩემს საყვარელ კოლეგებს გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება