| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
აღსანიშნავია, შემეცნებითი ღონისძიება თემაზე - „მავნე ჩვევები“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობისთვის საშიში ჩვევების შესახებ.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ. მათ ისაუბრეს ამ ნივთიერებების გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე, სოციალურ ცხოვრებასა და მომავალზე.
„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სწორი არჩევანის გაკეთება. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, პასუხისმგებლობითა და საინტერესო გამოსვლებით. ჯანსაღი ცხოვრება – წარმატებული მომავლის საფუძველია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად