| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, სკოლის 2026 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ანა ხმალაძე და ლევან გომურაშვილი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დააჯილდოვა.
კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციადქცეული ღონისძიებაა.
წელსაც, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მათი შრომისა და მონდომების დაფასებას ულოცავენ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ
„გილოცავთ ბავშვებო, კიდევ ბევრი წარმატება თქვენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად