სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შესრულება - კულტურის სახლში ანსამბლ „ფერხისას“ სოლო კონცერტი გაიმართა ​
24-07-2026
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან სალოტბარო ხელოვნებას. მოსწავლეები ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისას“ შემადგენლობაში სწავლობენ. 

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოკრძალებული და ამასთანავე საკმაოდ შთამბეჭდავი საღამო შედგა.

„ძირძველ ფოლკლორულ ნიმუშებთან ერთად, საგალობლებიც შეასრულეს ბავშვებმა, რომელთა შესრულებისას, თითოეულ ბგერასა და ტონალობაში, იგრძნობოდა უდიდესი პასუხისმგებლობა, რიდი და კრძალვა...

კონცერტს დაესწრო მეუფე აბბა ალავერდელი, მიტროპოლიტი დავითი, თელავის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომელთაც მადლობას ვუხდით დაფასებისთვის და გვერდში დგომისთვის....

მადლობა, ბავშვებს უნიკალური საგანძურის ჩვენამდე მოტანისთვის და ამხელა ბედნიერების განცდისთვის!

თავდაუზოგავი შრომისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით მასწავლებელს, გიორგი ბაზერაშვილს, რომელისთვისაც პრიორიტეტი არის ღირსება, უფლის, სამშობლოს და თავისი საქმის სიყვარული, სხვაგვარად ასეთი ტრადიციული, ღირებული და სულიერად მდიდარი ღონისძიება ვერ შედგებოდა!

წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ ანსამბლ „ფერხისას“!

კიდევ უამრვაჯერ გვასახელეთ, ფშავ-ხევსურებო!

კიდევ მრავალჯერ გამოგვატანეთ საუკუნო საგზალი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ანსამბლის წარმატება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება