| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

3 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას - „კლასიკოსთა გაკვეთილები“ - უმასპინძლა.
კონფერენციამ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პედაგოგები გააერთიანა.
კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იარაჯული, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი ხედვა მეტად საინტერესოდ გაუზიარა.
ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ სკოლის ადმინისტრაციასა და მასპინძელ გუნდს ეკუთვნის.
ასევე, განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობამ. მათ ფოლკლორული სიმღერებისა და საგალობლების შესრულებით სტუმრებს ქართული კულტურისა და ტრადიციების სიღრმე გააცნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ღონისძიების მონაწილეებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ლაფანყურის საჯარო სკოლასა და მის დირექტორს - ლალი იარაჯულს თბილი, ღირსეული და დასამახსოვრებელი მასპინძლობისთვის.
ასევე აღინიშნა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მისი ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, რომლებიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას აქტიურად უწყობენ ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად