| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ქრისტინე გულბათაშვილისა და მისი მოსწავლეების პროექტში - „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიღწეული წარმატება აღინიშნა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად, პროექტში წარმატებული მონაწილე პედაგოგები დააჯილდოვა.
მათ შორის იყო დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქრისტინე გულბათაშვილი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად და წარმატებით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. პროექტის ფარგლებში პედაგოგმა პატარებთან ერთად განახორციელა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ქრისტინე გულბათაშვილს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მასწავლებელს, ქრისტინე გულბათაშვილს თავის პატარებთან ერთად პროექტში წარმატებულ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად