სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ​პრეზენტაციებით ცნობილი მხატვრების​ ცხოვრება და შემოქმედება გააცოცხლეს
24-07-2026
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, სტრატეგიებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახა. აღსანიშნავია პროექტებითა და პრეზენტაციებით სწავლება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება და მათ დიდი ინტერესსაც იმსახურებს. 

მათ შორის ხელოვნების შესწავლისას,  სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ცნობილ მხატვრებზე და  კლასის წინაშე PowerPoint-ის დახმარებით მომზადებული ვიზუალური მასალის სახით წარადგინეს. 

მოსწავლეებმა იმუშავეს შემდეგ თემებზე:

• მარიამ ფაჯიშვილი — ლეონარდო და ვინჩი;

• ნინო ელოშვილი — გუსტავ კლიმტი;

• გიორგი ქოჯური — იან ვერმეერი;

• ნოდარ გავაშელი — ედვარდ მუნკი;

• გიგია სისაური — ამადეო მოდილიანი;

• მინდია გუჯარაიძე — მიქელანჯელო;

• მარიამ ღუდუშაური — ვინსენტ ვან გოგი.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მხატვრების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, გააცნეს თანაკლასელებს მათი გამორჩეული ნამუშევრები და მხატვრული სტილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, პრეზენტაციის უნარების დახვეწასა და ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ლონდა მაისურაძე ხელმძღვანელობდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება