სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლის -  შოთა სანაიას წარმატება შემოქმედებით კონკურსში 
24-07-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. საგნობრივ სწავლებასთან ერთად, მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ღონისძიებებში აქტივობებში, შემეცნებით ინიციატივებსა თუ კონკურსებში, აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღეს. თარიღთან დაკავშირებით, უფროსკლასელებს შორის კონკურსი ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. საუკეთესოდ კი დასახელდა მეთერთმეტე კლასის მოსწავლის - შოთა სანაიას ნაშრომი - „ქართული ენის დაცვის კონცეფცია“ (ხელმძღვანელი მასწავლებელი: ლ. თურმანაული).

​სასკოლო ეტაპის შემდეგ, მოსწავლის თემა სახელწოდებით - „რა ენა წახდეს...“ წალკის მუნიციპალურ ტურში გაიგზავნა, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ნამუშევარი ერთ-ერთ საუკეთესოდ იქნა აღიარებული, მოსწავლე კი დიპლომით დაჯილდოვდა.

​„ვულოცავთ, შოთას და მის ხელმძღვანელ მასწავლებელს - ლელა თურმანაულს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მათ მომავალ წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ყოველთვის ახალისებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება