| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ საინტერესო სასწავლო მეთოდებს, აქტივობებსა და მრავალფეროვან ღონისძიებებს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებზე აისახა. მათ შორის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა პროექტებით სწავლება.
მათ შორის აღსანიშნავია, სასწავლო-შემეცნებითი პროექტი -„ გააცანი შენი სამშობლო უცხოელ ტურისტს“.
პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა.
ამჯერად სკოლის მოსწავლეთა მთავარი სამიზნე ულამაზესი ბორჯომ-ბაკურიანის ხეობა გახლდათ. მათ წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვუჩვენოთ და გავაცნოთ ამ რეგიონის უნიკალური ბუნება, ისტორია და კულტურა უცხოელ სტუმრებს. ცოდნის განმტკიცებისა და აუდიტორიის ჩართულობის მიზნით, გამომსვლელები თანატოლებს ორ-ორ კითხვას უსვამდნენ.
ამ შემოქმედებით და ინტერდისციპლინურ პროექტს ხელმძღვანელობდნენ დაბა ბედიანის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლები: მარიამ მჭედლიშვილი და ინგლისური ენის პედაგოგი ხათუნა კრაველიძე.
ეს იყო პროექტის თეორიული ნაწილი. მეორე, პრაქტიკული ნაწილი კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოიცავს ექსკურსიას ბორჯომ-ბაკურიანის ხეობაში. მოსწავლეები ადგილზე ნახავენ ყველაფერს, რაზეც პრეზენტაციებში ისაუბრეს, თავად მოირგებენ გიდის როლს და ნასწავლს პრაქტიკაში გამოიყენებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად