სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეშთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგ ციალა ფუტკარაძის წარმატება სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში
24-07-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ციალა ფუტკარაძის  ემოქმედებითი საქმიანობა აღინიშნა.

მან საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კავშირის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში კონკურსში - „შენ ფესვო ჩვენო ძლიერო“ მოიპოვა წარმატება. პედაგოგმა კონკურსზე წარადგინა ლექსი -  „ჰო, მდიდარი ვარ“ და გაიმარჯვა. 

პედაგოგის შემოქმედება დაიბეჭდა ამავე სახელწოდების წიგნში.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება და მას წარმატებულ როგორც პროფესიულ, ისე შემოქმედებით საქმიანობას უსურვებენ. 

იხილეთ ლექსი:

ჰო, მდიდარი ვარ

მე მდიდარი ვარ, ჰო, მდიდარი ვარ,

რადგან მაქვს კერა,- სამშობლო, ენა.

ჰო, მდიდარი ვარ, რადგან

ვერ გამტეხა მტერმა,

ვერა და ვერა.

რამდენჯერ სცადეს წაერთვათ ენა,-

ენა ღმერთების, ციურთა ენა,

მაგრამ ვერ წამართვეს,

ვერა და ვერა.

მე მდიდარი ვარ, რადგან

მაქვს წიგნი,-წიგნი შოთასი,

რომელსაც სწვავდნენ,

მაგრამ ვერ დაწვეს,

ვერა და ვერა.

მაქვს სალოცავი ამაყად მდგარი,

სადაც გაისმის გალობა მტკბარი.

მე მდიდარი ვარ რადგან მაქვს ჯვარი,

ჯვარი ნინოსი, ქართველთა ფარი.

მაქვს სააკაძის უტეხი ხმალი და

წმინდანების ურყევი ნება,

რომელიც მტერმა ვერ გატეხა,

ვერა და ვერა.

ისტორია მაქვს უძველეს ჟამთა,

ყველაფრის მთქმელი, ძლიერი ფესვი,

ფესვი ივერთა,

რომელიც მტერმა ვერ ამოძირკვა,

ვერა და ვერა.

მე მდიდარი ვარ, რადგან მაქვს კერა,

სამშობლო, ენა.

ჰო, მდიდარი ვარ, რადგან ვერ გამტეხეს,

ვერა და ვერა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება