| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლიდან ინტეგრირებული პროფესიული პროგამა - „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ განხორციელდება.
ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა შეუძლიათ მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის ატესტათთან ერთად, პროფესიული განათლების დიპლომს მიიღებენ.
სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლე ახარებთ და დაინტერესებულ ახალგაზრდებს დეტალურ ინფორმაციას უზიარებენ.
„წალკის პირველების კიდევ ერთი წარმატება
დღეს გაიმართა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი სკოლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით. პროცესმა კარგად ჩაიარა და სკოლას ახალი სასწავლო წლიდან მიეცემა საშუალება, განახორციელოს პროგრამა - „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“.
პროგრამაზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-10, მე-11, მე-12 კლასელებს. პროგრამა ორწლიანია და მისი დასრულების შემდეგ სტუდენტი, საშუალო განათლების ატესტატთან ერთად, მიიღებს პროფესიული განათლების დიპლომს, რომელიც საშუალებას მისცემს, დასაქმდეს აიტი სპეციალისტად.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსაც, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ჯერ ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ გაივლიან პროგრამის ორწლიან კურსს.
პროგრამის გავლა შესაძლებელია მხოლოდ წალკის N1 საჯარო სკოლაში რეგისტრირებულ მოსწავლეებისთვის! შესაბამისად, მსურველები ჯერ უნდა ჩაირიცხონ სკოლაში და შემდეგ მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ პროგრამით.
ადგილები შეზღუდულია და მსურველებმა იჩქარეთ!
დღევანდელი წარმატებისთვის უღრმესი მადლობა ჩვენს დაუღალავ და უკომპეტენტურეს ექსპერტს - დიანა გახარიას და ჩვენს უმაგრეს გოგოებს - ხათუნა გვიჩიანს, ნინო კვიციანს, გვანცა ჯავშანაშვილს და მთელ პერსონალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა
სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს