სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნის, ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი ფიროსმანის საჯარო სკოლაში
23-07-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ოთხწლიანი სასკოლო გზა ღონისძიებით შეაჯამეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო ნიჭის, შემოქმედებისა და სიხარულის ნამდვილი ზეიმი.

IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ღონისძიება, რომელიც დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მომზადდა ასმათ მასწავლებლის ხელმძღვანელობით. 

ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში. 

„მოსწავლეებმა გვაჩვენეს თავიანთი ნიჭი - შესრულდა ულამაზესი ცეკვები, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე, სიმღერები, ლექსები და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები. 

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი და თავიანთი მხარდაჭერით კიდევ უფრო გაალამაზეს ეს დღე. მათი ჩართულობა და თანამშრომლობა ბავშვების წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ღონისძიება იყო შთამბეჭდავი არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ვიზუალურადაც - მოსწავლეების მომზადება, სცენის გაფორმება და საერთო გარემო ქმნიდა ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას.

IV კლასმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენს სკოლაში იზრდებიან ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული ბავშვები.

გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს და მადლობა ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივი წუთების შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება