| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
Vდ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მოინახულეს გრემისა და ნეკრესის ტაძრები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ჩამოყალიბება. ასეთი დღეები გვანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის კლასგარეშე ღონისძიებები, ისინი არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ უვითარებს ინტერესს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ.
„მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო, თბილი და შთამბეჭდავი დღისათვის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად