სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 სკოლის კურსდამთავრებული ლიზი გელაშვილი ჩეხეთის პრესტიჟულ Masaryk University-ში ჩაირიცხა
22-07-2026
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ლიზი გელაშვილი სწავლას ჩეხეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში - Masaryk University-ში გააგრძელებს.

ის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული პოლიტიკის პროგრამაზე ჩაირიცხა. Masaryk University, რომელიც 1919 წელს დაარსდა, ჩეხეთის ერთ-ერთ წამყვან და საერთაშორისო აღიარების მქონე უნივერსიტეტად ითვლება.

წარმატების შესახებ ლიზი გელაშვილმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა.

„სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩავირიცხე Masaryk University-ში, ჩეხეთში, კონკრეტულად სოციალური მეცნიერებების მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული პოლიტიკის პროგრამაზე

Masaryk University 1919 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და საერთაშორისო უნივერსიტეტია ჩეხეთში,რომელიც ევროპის მაშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს და გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, კვლევითი საქმიანობითა და სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი საერთაშორისო შესაძლებლობებით.

ამ გზაზე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახის წევრებს მათი უსაზღვრო მხარდაჭერის, რწმენისა და სიყვარულისთვის

ასევე, გულწრფელი მადლობა მარიამ წირღვავას, რომლის დახმარებისა და გვერდში დგომის გარეშე ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა და ჩემს ძვირფას მეგობრებს რომელთა მხარდაჭერა ცხოვრების ყოველ ეტაპზე გამყვება!

მიყვარხართ უსაზღვროდ!“,- წერს სკოლის კურსდამთავრებული. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით განსაკუთრებულად ხარობენ. სკოლის დირექცია კურსდამთავრებულს წარმატებას, ახალ გამარჯვებებსა და ბედნიერ მომავალს უსურვებს.

„ჩვენ კი ჩვენს კურსდამთავრებულს, მიზანდასახულ და ნიჭიერ ლიზის, ვუსურვებთ წარმატებებით, გამარჯვებებითა და ბედნიერი მომენტებით სავსე მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება