სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N143 სკოლის დირექტორს პროფესიულ-ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მინისტრმა მადლობის სიგელი გადასცა
22-07-2026
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროფესიულ-ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე, ახალგაზრდებს სწავლის წარჩინებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის N143 საჯარო სკოლაში დანერგილი პროფესიულ-ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების 11 კურსდამთავრებული და სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე.
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა სკოლაში, ზოგადი განათლების მიღების პარალელურად, შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, ასევე, სწავლის დასრულების შემდეგ მიიღეს როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
 
ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა პროგრამის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სკოლის დირექტორს თამარ ჭარბაძეს მადლობის სიგელი გადასცა.
 
კურსდამთავრებულებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.
 
პროფესიულ-ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები 2024 წელს საპილოტე რეჟიმში საქართველოს 20 საჯარო სკოლაში დაინერგა. მათ შორისაა თბილისის N143 საჯარო სკოლა.
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება