სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N143 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭო გაიმართა
22-07-2026
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა განვლილი სასწავლო წლის შედეგები შეაჯამეს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭო გაიმართა.

პედაგოგებმა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები და სასწავლო პროცესის შედეგები განიხილეს, ასევე შეაფასეს ის პროექტები, ინიციატივები და აქტივობები, რომლებმაც წლის განმავლობაში სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა. 

სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა თითოეულ პედაგოგს პროფესიონალიზმის, თავდადებისა და შრომისთვის. შეხვედრაზე მომავალი სასწავლო წლის გეგმები და ახალი მიზნებიც დასახეს.

„​კიდევ ერთი საინტერესო, გამოწვევებითა და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი ოფიციალურად შევაჯამეთ! ტრადიციულ წლის ბოლო პედსაბჭოზე ჩვენმა პედაგოგებმა განვლილი თვეების მიღწევები შეაფასეს და მოსწავლეთა შედეგები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ წარმატებულ პროექტებსა და აქტივობებს, რომლებმაც წელს ჩვენი სასკოლო ცხოვრება გაამრავლფეროვნა.

​მადლობას ვუხდით თითოეულ მასწავლებელს გაწეული დაუღალავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ ენერგიისთვის, რასაც ყოველდღიურად დებენ ბავშვების მომავალში. წინ ახალი გეგმები და კიდევ უფრო დიდი მიზნებია!

​გისურვებთ ყველას ბედნიერ და მშვიდობიან ზაფხულის არდადეგებს!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება