სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 სკოლის მოსწავლე მარიტა ჟოლიძე შემოქმედებითი წერის კონკურსის გამარჯვებულია 
21-07-2026
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის VIII კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ, მარიტა ჟოლიძემ „აზროვნების აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებითი წერის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა.

კონკურსში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ნიჭიერი მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მარიტამ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გამარჯვებისთვის მას სერტიფიკატთან ერთად ბანაკის საგზურიც გადაეცა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მარიტა გამოირჩევა არა მხოლოდ აკადემიური წარმატებით, არამედ სანიმუშო აღზრდითა და შემოქმედებითი უნარებით, კონკურსში მოპოვებული გამარჯვება კი მისი შრომისა და ნიჭის კიდევ ერთი აღიარებაა.

სკოლის დირექცია მარიტა ჟოლიძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას უსურვებს

„ეს ულამაზესი გოგონა ჩვენი სკოლის აწ უკვე მე-8ვ კლასის წარჩინებული მოსწავლე მარიტა ჟოლიძეა. მარიტა მარტო სილამაზით კიარა სანიმუშო აღზრდით და შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევა. ამის დასტური გახლდათ „აზროვნების აკადემიის “ მიერ ინიცირებულ შემოქმედებითი წერის კონკურსში მოპოვებული გამარჯვება და პირველი ადგილი, სერტიფიკატთან ერთად მარიტა საუკეთესო ბანაკის საგზურითაც დაჯილდოვდა. რამდენად სასიხარულოა, რომ ამ კონლურსში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ბავშვები მონაწილეობდნენ და ჩვენი მარიტა გამორჩეულია მათ შორისაც გვახარებს ის გარემოებაც, რომ მარიტას სერტიფიკატი ჩვენი სკოლის ძველმა მეგობარმა პაატა პაპავამ გადასცა.

ძვირფასო მარიტა გილოცავთ ამ წარმატებას. შენი მშობლიური სკოლა ამაყობს შენი მიღწევებით და დაგილოცავს მომავლის გზას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება