| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ექსკურსიით შეაჯამეს.
მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანს ესტუმრნენ, სადაც ქართველი მწერლისა და განმანათლებლის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და ახლოდან გაეცნენ იმ გარემოს, რომელმაც ქართული განათლების ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი შექმნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები და ცოცხლად შეეხნენ იმ გარემოს, სადაც ქართული ანბანის დიდებული ისტორია ცოცხლდება.
მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს „დედა ენის“ ავტორის განსაკუთრებული წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებასა და განათლების განვითარებაში.
ექსკურსიის დასასრულს კი მათ პირველი, საამაყო სერტიფიკატები დაიმსახურეს, რაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი შრომისა და წარმატებული სასწავლო წლის სიმბოლოა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად