სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვულოცავთ, მნიშვნელოვან წინსვლას დიდ ფეხბურთში“ - თბილისის N154 სკოლის მოსწავლე გაბრიელ გოგუა ევროტურნირებისთვის „დინამო თბილისის“ განაცხადში მოხვდა
21-07-2026
-
+


თბილისის N154 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - გაბრიელ გოგუას მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროტურნირებისთვის „დინამო თბილისის“ განაცხადში მოხვდა და გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

გაბრიელს ცოტა ხნის წინ, 16 წელი შეუსრულდა. 

ახალგაზრდა მცველისთვის ეს პროფესიონალურ საკლუბო კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია.

გაბრიელ გოგუა ასაკობრივ ნაკრებებში, თორნიკე კვარაცხელიასთან ერთად თამაშობს. ევროტურნირების განაცხადამდე, გაბრიელს, დინამო თბილისის პირველი გუნდის ოფიციალურ მატჩში, არც დებიუტი ჰქონია და არც სათადარიგოთა სკამზე მჯდარა, ამიტომ კონფერენს ლიგის განაცხადში მოხვედრა, მისთვის პროფესიონალურ საკლუბო ფეხბურთში, პირველი დიდი ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელ გოგუა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გოგიტა გოგუას შვილია.

თბილისის N154 საჯარო სკოლა მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას ულოცავს და ბრწყინვალე სპორტულ კარიერასა და ბევრ წარმატებას უსურვებს.

„ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს გაბრიელ გოგუას ვულოცავთ მნიშვნელოვან წინსვლას დიდ ფეხბურთში და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება