| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე დათუაშვილმა, საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივად ორგანიზებულ სასკოლო ოლიმპიადაზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა.
ქვეყნის მასშტაბით, ოთხ ძირითად საგანში - ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკასა და ფიზიკაში - ჩატარებულ ოლიმპიადაზე ალექსანდრე დათუაშვილმა ქიმიაში მაღალი შედეგი აჩვენა და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა. მან მეოთხე ადგილი დაიკავა.
თბილისის N117 საჯარო სკოლაში ალექსანდრე დათუაშვილის წარმატებით ხარობენ და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
“ვამაყობთ ჩვენი წარმატებული მოსწავლეებით!
დიდი სიხარულით გვსურს გაგიზიაროთ თბილისის 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, ალექსანდრე დათუაშვილის ბრწყინვალე მიღწევა.
საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით ოთხ ძირითად საგანში (ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა) გამართულ მასშტაბურ სასკოლო ოლიმპიადაზე, ალექსიმ ქიმიაში წარმოუდგენლად მაღალი შედეგი აჩვენა და ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ათეულში, საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა!
ვულოცავთ ალექსის ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ მუდმივ განვითარებას და ახალ სამეცნიერო მწვერვალებს! წინ დიდი გამარჯვებებია!“- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად