სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N117 სკოლის მოსწავლე გიორგი ქართლელიშვილმა ძიუდოში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია
17-07-2026
-
+


თბილისის N117 სკოლის მე-7ე კლასის მოსწავლემ, გიორგი ქართლელიშვილმა, ძიუდოში გამართულ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზა და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. 

2026 წლის 14 ივნისს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ძიუდოში გიორგი ქართლელიშვილი დაჯილდოვდა შავი ქამრით და მოიპოვა პირველი ადგილი.

გიორგიმ მონაწილეობა მიიღო ასევე ძიუდოს აფხაზეთის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია ამაყობს მოსწავლის მიღწევით და აღნიშნავს, რომ გიორგის წარმატება მისი სპორტისადმი სიყვარულისა და მუდმივი განვითარების სურვილის შედეგია.

„დიდი სიყვარულით ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ულევ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლის დამრიგებელი მაკა ხუციშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება