სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მნიშვნელოვანი მიღწევები და წარმატებები - თბილისის N219 სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი შეაჯამა
17-07-2026
-
+


თბილისის N219 სკოლის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად წარმატებული აღმოჩდა. სასწავლო წლის დასრულებისას გამართულ პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე სკოლის საქმიანობა შეჯამდა. დირექციამ და პედაგოგებმა შედეგები შეაფასეს და წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს.

სკოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლა. 2026 წლის მაისში სკოლამ მოიპოვა 9-წლიანი ავტორიზაცია, რაც საგანმანათლებლო ხარისხისა და სასწავლო პროცესის მაღალი სტანდარტების მნიშვნელოვანი აღიარებაა.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასევე მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მიღწეული წარმატებები თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლისა და თანამშრომლის ერთობლივი შრომის შედეგია. 

„კიდევ ერთი წარმატებული სასწავლო წელი დასრულდა!

2025-2026 სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებული წარმატებების, აღიარებისა და მნიშვნელოვანი მიღწევების წელი იყო.

დღეს გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც შეჯამდა სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა, განხილულ იქნა მიღწეული შედეგები და შეფასდა სკოლის საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით. სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომლებსაც ჩვენმა სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს მიაღწია.

განსაკუთრებული სიამაყით ვაცხადებთ, რომ სკოლას არ ჰყავს არც ერთი წარუმატებელი მოსწავლე. ეს შედეგი თითოეული მოსწავლის მონდომების, პედაგოგების პროფესიონალიზმისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერის ერთობლივი დამსახურებაა.

2025-2026 სასწავლო წელს გვყავს:

 18 წარჩინებული მოსწავლე დაწყებით საფეხურზე;

 22 წარჩინებული მოსწავლე საბაზო საფეხურზე;

 5 წარჩინებული მოსწავლე საშუალო საფეხურზე.

განსაკუთრებით გვეამაყება ჩვენი 3 ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული, რომლებმაც მრავალწლიანი შრომით, მაღალი აკადემიური მოსწრებითა და პასუხისმგებლობით დაიმსახურეს ეს საპატიო ჯილდო.

ასევე აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის 3 მოსწავლე დასახელდა პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კანდიდატად, რაც მათი მაღალი აკადემიური მიღწევების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ჩვენი სკოლისთვის 2026 წლის მაისი კიდევ ერთი ისტორიული მიღწევით აღინიშნა — სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა 9-წლიანი ავტორიზაცია. ეს არის საგანმანათლებლო ხარისხის, ეფექტიანი მართვისა და სასწავლო პროცესის მაღალი სტანდარტების მნიშვნელოვანი აღიარება, რაც კიდევ უფრო გვავალდებულებს, ვიზრუნოთ განათლების ხარისხის მუდმივ განვითარებაზე.

მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელსა და სკოლის თანამშრომელს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეს წარმატებები.

მიღწეული შედეგები გვაძლევს საფუძველს, მომავალ სასწავლო წელს კიდევ უფრო დიდი მიზნებითა და შემართებით შევხვდეთ.

 გილოცავთ 2025-2026 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!

გისურვებთ მშვიდ, უსაფრთხო, ბედნიერ და ნაყოფიერ ზაფხულს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ისწრაფიან კიდევ უფრო დიდი წარმატებებისკენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება