| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 2026 წლის კურსდამთავრებულმა გიორგი მუმლაძემ საერთაშორისო აკადემიურ წარმატებას მიაღწია. ის სწავლას იტალიის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში - Università Bocconi-ში გააგრძელებს, სადაც 60%-იანი დაფინანსება (Tuition Grant) მოიპოვა.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების მაღალ აკადემიურ მომზადებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მათ კონკურენტუნარიანობას.
სკოლის ადმინისტრაცია გიორგი მუმლაძეს მნიშვნელოვან მიღწევას ულოცავს და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებს.
„ვულოცავთ გიორგი მუმლაძეს!
სიხარულით გაცნობებთ, რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 2026 წლის კურსდამთავრებული გიორგი მუმლაძე სწავლას Università Bocconi-ში გააგრძელებს და უნივერსიტეტისგან 60%-იანი სწავლის დაფინანსება (Tuition Grant) მოიპოვა.
ვულოცავთ გიორგის ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ წარმატებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას იტალიაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ GAHS Class of 2026-ის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად