სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ცოდნას“ მოსწავლე ალექსანდრე პაპაშვილი ისტორიულ-შემეცნებითი ფილმის გადაღებებში მონაწილეობს
17-07-2026
-
+


სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლის შემოქმედებითი წარმატებით ხარობენ. 

სკოლის მოსწავლე ალექსანდრე პაპაშვილი ნინო რეხვიაშვილის ახალ ისტორიულ-შემეცნებით ფილმში „საქართველო გადარჩება“ მონაწილეობს.

პროექტი მიზნად ისახავს ისტორიისა და ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა თაობისთვის საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას.

ფილმის გადაღებების ფარგლებში ალექსანდრე პროექტის მონაწილეებთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაბზონსაც ესტუმრა, სადაც დელეგაციას საქართველოს გენერალურ საკონსულოში უმასპინძლა საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ნიკოლოზ იაშვილმა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება, გაიღრმაონ ცოდნა და ღირსეულად წარმოაჩინონ როგორც საკუთარი შესაძლებლობები.

სკოლის დირექცია მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც საინტერესო შემოქმედებით პროექტებში მონაწილეობასა და შემოქმედებით განვითარებას უსურვებს.

„კიდევ ერთი საამაყო წარმატება სკოლა „ცოდნაში“! 

სკოლა „ცოდნას“ მოსწავლე ალექსანდრე პაპაშვილი მონაწილეობს ნინო რეხვიაშვილის ახალი ისტორიულ-შემეცნებითი ფილმის - „საქართველო გადარჩება“ გადაღებებში 

მოგზაურობის ფარგლებში ალექსანდრე ასევე იმყოფებოდა ტრაბზონში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სადაც მონაწილეებს მასპინძლობა გაუწია საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ბატონმა ნიკოლოზ იაშვილმა 

ვამაყობთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ასეთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ნაწილი არიან და ღირსეულად წარმოაჩენენ როგორც საკუთარ თავს, ისე სკოლა „ცოდნას“.

ალექსანდრეს ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას, საინტერესო შემოქმედებით გზასა და დაუვიწყარ გამოცდილებას!

 განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნინო რეხვიაშვილს ნინო რეხვიაშვილის გამომცემლობა ამ გამორჩეული პატრიოტული პროექტისთვის, ახალგაზრდა თაობის განათლებასა და ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ვუსურვებთ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შემოქმედებით პროექტს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება