სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები საზაფხულო ბანაკიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი მიღწევებით დაბრუნდნენ
17-07-2026
-
+


არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა, რომლებმაც სასწავლო წლის ბოლოს გამართულ წამახალისებელ გათამაშებაში „ბაქსვუდის“ საზაფხულო ბანაკის დაფინანსება მოიპოვეს, „Forest Camp“-ში ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი მიღწევებით დაბრუნდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 2025-2026 სასწავლო წლის დასასრული სკოლა „ოცნებაში" განსაკუთრებული მოვლენით აღინიშნა - გამოვლინდნენ წლის საუკეთესო მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფინალურ წამახალისებელ გათამაშებაში. თითოეული მათგანი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა.

გათამაშების მთავარი პრიზი - „ბაქსვუდის“ საზაფხულო ბანაკ „Forest Camp“-ის 100%-იანი და 50%-იანი დაფინანსება კი წილად ხვდათ:

სესილი იოსელიანს - 100%-იანი დაფინანსება, VIII კლასი, კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ბუაძე;

სესილი ჟორჟოლიანს - 50%-იანი დაფინანსება, XI კლასი, კლასის ხელმძღვანელი სოფიო იმედაძე;

სესილი ბზიკაძეს - 50%-იანი დაფინანსება, VII კლასი, კლასის ხელმძღვანელი სალომე რუხაძე.

გამარჯვებულებს ბანაკში ასევე შეუერთდა სკოლის VII კლასის მოსწავლე, ასევე 2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესოთა შორის დასახელებული ბარბარე ყურაშვილი.

ბავშვებმა ბანაკში ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე - სკოლა „ოცნება“. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, გამოირჩეოდნენ ცოდნითა და მონდომებით და სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს. თითოეულ მათგანს შესაბამისი დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს, არამედ წარმოაჩინეს ლიდერული უნარები, კრეატიულობა, მეგობრული დამოკიდებულება და მზრუნველობა ბანაკის სხვა მონაწილეების მიმართ.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ სკოლა „ოცნება“ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებსა და საკუთარი თავის წარმოჩენის ახალ სივრცეს უქმნის, ჩვენი მოსწავლეები კი ახალ გარემოში საკუთარ შესაძლებლობებს საუკეთესოდ ავლენენ, წარმატებას აღწევენ, ცოდნას იღრმავებენ და მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ განსაკუთრებით ახარებთ მშობლების გულწრფელი შეფასებები:

„ჩემი შვილი ბანაკიდან ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. უღრმესი მადლობა, რომ ასეთი კარგი, სახალისო და შემეცნებითი ბანაკი შეარჩიეთ.“

„უღრმესი მადლობა სკოლას, რომ ბავშვებს ასეთი ბედნიერი დღეები აჩუქეთ.“

„ჩემს ელფოსტაზე მივიღე ბაქსვუდის მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება და იმდენად გახარებული ვარ, რომ აუცილებლად მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!“

„ვულოცავთ ბავშვებს მიღწეულ წარმატებებს და კიდევ ბევრ საინტერესო, ბედნიერ და წარმატებულ თავგადასავალს ვუსურვებთ! მშობლებს კი მადლობას ვუხდით ნდობისა და გულწრფელი შეფასებებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება