სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აქ ზრუნავენ შენს წარმატებულ მომავალზე“ - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა სასწავლო წელი შეაჯამა
16-07-2026
-
+


ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, გიული კობლიშვილმა 2025-2026 სასწავლო წელი შეაჯამა. სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით გიმნაზიის დირექტორმა, გიული კობლიშვილმა, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიმართა და განვლილი წლის მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენა.

დირექტორის შეფასებით, გასული სასწავლო წელი განსაკუთრებულად ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყო.

გიული კობლიშვილმა განსაკუთრებული პატივი მიაგო გიმნაზიის სულიერ მოძღვარს, მამა გაბრიელს, რომლის გარდაცვალებაც სასკოლო საზოგადოებისთვის უმძიმესი დანაკლისი აღმოჩნდა.

სასწავლო წლის შეჯამებისას დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გიმნაზიის პედაგოგებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება, მისი შეფასებით, თითოეული მოსწავლის წარმატებული მომავლის საფუძველია. დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ნდობის, თანამშრომლობისა და იმ დაუვიწყარი მოგონებებისთვის.

„2025-2026 სასწავლო წელი დასრულდა და ჩვენც დროებით გემშვიდობებით.

გემშვიდობებით მომავლის, უამრავი საოცარი იდეისა და პროექტის იმედით.

განვლილი სასწავლო წელი რომ შევაფასოთ, ძალიან ნაყოფიერი, დასამახსოვრებელი და დატვირთული გამოგვივიდა

გვქონდა ძალიან რთული პერიოდი, ჩვენი საყვარელი მამა გაბრიელი მარადისობას შეუერთდა ძალიან რთული იყო მამაოს გარეშე ყოფნა, თუნდაც წლევანდელი ტრადიციული ფოტო მის გარეშე.

ასევე იყო უამრავი წარმატება და წარუმატებლობა, გამარჯვება და დამარცხება, მაგრამ ყველა პრობლემას ერთად გავუმკლავდით და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ კარგადაც, ისე როგორც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიას შეეფერება

ტრადიციულად, გვინდა ეს სასწავლო წელიც უამრავი მადლობით დავასრულოთ

უპირველესი მადლობა ჩვენს საოცარ, გამორჩეულ, შეუდარებელ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, პროფესიონალ მასწავლებლებს, ვფიქრობთ ზემოთ ჩამოთვლილი ეს სიტყვები საკმარისი არ არის მათდამი ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატავად

იცნობდეთ და იცოდეთ ეს ადამიანები. ზუსტად მათ პროფესიონალიზმზე და განათლებაზეა დამოკიდებული თქვენი და ჩვენი შვილები წარმატებული მომავალი

გვჯერა ყველა აღმასვლას და დაღმასვლას ღირსეულად შევხვდებით, ყველაფერს გავუმკლავდებით, ძალა ხომ სიყვარულში და ერთობაშია

და ბოლოს მადლობა ჩვენს შესანიშნავ ბავშვებს და მშობლებს ნდობისთვის, უამარავი კარგი მოგონებისთვისა და თავგადასავლისთვის

ჩვენ ხომ ყველაფერს ერთმანეთისგან ვსწავლობთ, სიყვარულსაც კი

სექტემბერიც მალე მოვა და ჩვენს დიდ ოჯახში ისევ გაისმება სიხარულის ზარი და გიმნაზიელების ბედნიერი ჟრიამული

გელოდებით მთელი გულით და ველოდებით ჩვენი დიდი ოჯახის ახალ წევრებს

P.S. ფოტოებში არასრული შემადგენლობით კი ვართ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ

ამ ტრადიციული ფრაზის გარეშე ვერ დაგემშვიდობებით

გახდი გიმნაზიელი აქ ზრუნავენ შენს წარმატებულ მომავალზე“,- ვკითხულობთ დირექტორის გიული კობლიშვილის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება