სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს
17-07-2026
-
+


შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებმა კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებო წარმატებით ჩააბარეს და ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაადასტურეს.

განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე მოსწავლემ მიაღწია ინგლისური ენის ცოდნის უმაღლეს - C2 დონეს.  C2 დონის სერტიფიკატები მიიღეს:

  • ნიკოლოზ ნერგაძემ; 
  • სანდრო უჩანეიშვილმა;
  •  მარიამ შვანგირაძემ.

C1 დონეზე წარმატებით ჩააბარეს:

  • ვახტანგ სოტიევმა;
  • ბარბარე ხაზარბეგიშვილმა;
  • დიმიტრი კვანტალიანმა;
  • გიორგი კოხრეიძემ.

„ეს მართლაც უმაღლესი მწვერვალია! კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე C1 და განსაკუთრებით C2 დონე ინგლისურში ენის ფლობის მაქსიმუმია.

უდიდესი მოლოცვა მოსწავლეებს, განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა პედაგოგებს ელენე ბიბილურიძესა და სალომე ასათიანს - თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების გარეშე ეს ბრწყინვალე წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. ნამდვილად საამაყო და სამაგალითო შედეგია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლა ასევე სიამაყით ულოცავს მოსწავლეებს, რომლებმაც მაღალი შედეგები აჩვენეს.

„ვაგრძელებთ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების შედეგების გაცნობას და უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს. მათი თავდაუზოგავი შრომა, მონდომება და სწავლისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ დაფასდა საერთაშორისო დონეზე.

ლაზარე სინაურიძე — აიღო B2 შედეგი;

მართა გორგოძე;

მარიამ ანაკიძე;

მარიამ ჩხოლარია და გეგი აბულაძე — გავიდნენ B1 დონეზე და აიღეს B2 შედეგი;

ლუკა ჭელიძე — B1+ შედეგი;

ნიკოლოზ ფანჩვიძე — B2 შედეგი;

გაბრიელ ხურციძე — B2 შედეგი;

ლინა მახარაძე — B2 შედეგი

ნიკოლოზი ქუთათელაძე — B2 შედეგი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით. 

სკოლის ადმინისტრაცია წარმატებულ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს ულოცავს და უსურვებს, მომავალშიც ღირსეულად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიაღწიონ ახალ წარმატებებს და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვონ.

„ვულოცავთ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ეს შედეგები არის დიდი შრომის, მიზანდასახულობისა და პროფესიონალური მხარდაჭერის შედეგი.

ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, ახალ მწვერვალებს და წინსვლას საერთაშორისო ასპარეზზე!

მადლობა მათ პედაგოგებს თავდადებული შრომისა და მხარდაჭერისთვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება