| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო.
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში VIბ კლასის მოსწავლეები მარტყოფის ღვთაების მონასტერს ეწვივნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისტორიული ტაძრის დათვალიერებამ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ შეეცნოთ და დაეფასებინათ საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობა.
მოსწავლეები გაეცნენ მონასტრის ისტორიას, მის არქიტექტურულ თავისებურებებსა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მარტყოფის ღვთაების მონასტერი საქართველოს კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში ასრულებს. ვიზიტმა მათ საშუალება მისცა, შეხებოდნენ იმ ფასეულობებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის იდენტობას.
ექსკურსიიდან მოსწავლეები ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთამეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად