სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მომავალი პირველკლასელების მშობლებთან სოციალურმა მუშაკებმა შეხვედრა გამართეს
16-07-2026
-
+


თბილისის N61 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, მომავალი პირველკლასელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტური ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა გახლდათ.

„პირველი კლასი ბავშვის ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია, ამ პროცესს ახლავს მღელვარება, შიშები და მოლოდინები.​

ტრანზიცია - განიხილება, როგორ პროცესი, რომელიც გულისხმობს ბავშვის შესვლას ან/და გადასვლას სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო მომსახურებიდან ან ოჯახიდან ზოგადი განათლების სისტემაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ შეხვედრის ფარგლებში მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სასკოლო სოციალური მუშაობის არსს, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლაში ადაპტაციის, სწავლასა თუ თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში.

„პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მშობლებმა გააცნობიერეს ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებული ემოციები. გაირკვა, რომ ყველაზე მეტი შიში ადაპტაციას და ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება - „შეეგუება თუ არა?“, „ეყოლება თუ არა მეგობრები“ ....

სოციალურმა მუშაკებმა, მშობლებთან ერთად იმუშავეს იმ მარტივ, მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე, შვილთან კომუნიკაციის ფორმებზე, რომლებიც ბავშვისათვის იქნება მხარდამჭერი ამ პროცესში: „მე მჯერა შენი“, „მე ყოველთვის მოვუსმენ შენს ამბებს.“, „შეგიძლია მასწავლებელს უთხრა, თუ რაიმე დაგჭირდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება