სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა  „წლის კომპანიად“ წოდებული სტარტაპი - SafeWave ევროპის ფესტივალზე გაემგზავრა 
15-07-2026
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა სტარტაპმა - SafeWave, Junior Achievement Georgia-ს პროექტის ფარგლებში მთავარი ჯილდო მოიპოვა და „წლის კომპანიის“ ტიტულის მფლობელი გახდა.

პრესტიჟული აღიარება სკოლის მოსწავლეებმა - ანასტასია მოლაშხიამ, სერგი ორმოცაძემ და ელენე ნასარაიამ დაიმსახურეს. გუნდის კოორდინატორი და მენტორი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი იყო. გამარჯვებული პროექტი SafeWave წარმოადგენს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომლის მთავარი მიზანია მცირე გემების უსაფრთხოების გაუმჯობესება და ზღვაში ადამიანების სიცოცხლის დაცვა. სტარტაპი ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საზღვაო უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტიანი პასუხის გაცემაზე. მოპოვებული გამარჯვების შედეგად, მოსწავლეთა კომპანია საქართველოს სახელით წარდგა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო განათლების ფესტივალში, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების ნიჭიერებასა და მიზანდასახულობას.

„უდიდესი სიხარულით გაცნობებთ, რომ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეების სტარტაპმა - SafeWave - მოიპოვა მთავარი ჯილდო და Junior Achievement Georgia-ს პროექტის ფარგლებში „წლის კომპანიის“ ტიტული დაიმსახურა!

​ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ და მიზანდასახულ მოსწავლეებს - ანასტასია მოლაშხიას, სერგი ორმოცაძეს და ელენე ნასარაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

​მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი.

​SafeWave-ის გუნდმა შექმნა ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ზღვაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.

​ მოპოვებული გამარჯვების შედეგად, მოსწავლეთა კომპანია საქართველოს სახელით ასპარეზობს ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმართება.

წარმატებები ჩვენს გიმნაზიელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება