სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის კვალდაკვალ- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღია გაკვეთილი
15-07-2026
-
+


წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი შემოქმედებით და შემეცნებით გარემოში წარიმართა. 

სასწავლო წლის მიწურულს კი IXბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორები“, რომელმაც მოსწავლეებს ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გაცნობისა და გააზრების შესაძლებლობა მისცა.

მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, გაეცნენ ქართველი კომპოზიტორების ბიოგრაფიებს, შემოქმედებით გზას და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში შეასრულეს. მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს ქართველი კლასიკოსების შემოქმედების გამორჩეული ნიმუშები, ისაუბრეს მათ მუსიკალურ სტილზე, ეპოქის თავისებურებებსა და იმ გავლენაზე, რომელიც ამ ხელოვანებმა ქართული კულტურის ისტორიაში დატოვეს.

„მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებითა და მუსიკალური მასალის გაცნობით წარმოაჩინეს ქართველი კომპოზიტორების ცხოვრება, შემოქმედების მნიშვნელობა და წვლილი ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. რაც შემეცნებითი და შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მსგავსი გაკვეთილები როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათ შემოქმედებითობის განვითარებს ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება