სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საერთაშორისო და რესპუბლიკური წარმატებებით გამორჩეული სასწავლო წელი - საჩხერის N1 საჯარო სკოლში მიღწევები შეაჯამეს
15-07-2026
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლისთვის 2025-2026 სასწავლო წელი საერთაშორისო და რესპუბლიკური წარმატებებით გამორჩეული აღმოჩნდა.

 მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს საერთაშორისო პროექტებში, ოლიმპიადებსა და სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, მოიპოვეს უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება, წარმატებით იასპარეზეს მათემატიკის, ეკონომიკისა და ჭადრაკის მიმართულებებით, ხოლო სკოლა აქტიურად ჩაერთო დემოკრატიული განათლებისა და კულტურათაშორისი თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამებში. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის მიღწევების შესახებ ინფორმაცია საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც წარედგინა.

საამაყო მიღწევების შესახებ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს:

„გაგაცნობთ 2025-2026 სასწავლო წელს განხორციელებულ საერთაშორისო და რესპუბლიკურ აქტივობებს, რომლებიც ჩვენი სკოლის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

საერთაშორისო აქტივობები:

XII კლასის მოსწავლე (უკვე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული) გიორგი კუსიანი ლიეტუვაში, ქალაქ კლაიპედაში 80%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა LCC International University-ში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე (BA International Businiss Administration). ინგლისური ენის მასწავლებლები: სოფიო ზაქაშვილი, ქეთევან გრძელიშვილი. დამრიგებელი - ნანა ენუქიძე;

კულტურათაშორისი მშვიდობა eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში, რომლის ეროვნული ორგანიზატორი და მხარდამჭერია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, VIII კლასელებმა განახორციელეს ერთობლივი აქტივობები ჰორეა მარგიტას სახელობის რუმინეთის ტექნოლოგიური ლიცეუმის მასწავლებელთან და მოსწავლეებთან. ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა დარბაიძე. დამრიგებლები: ნანა დარბაიძე და ზეინაბ იაკობაშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის KIU-ს მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის I და II ტურები უმაღლესი ქულებით გადალახა მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხვედელიძემ და მონაწილეობა მიიღო ფინალური ტურში. მათემატიკის მასწავლებელი: ნინო ანასაშვილი. დამრიგებელი: მარინე მჭედლიძე;

მათემატიკის კლუბ neverlend-ის წევრები მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების GELib-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის რეგიონალურ, რესპუბლიკურ დონეზე. კლუბის ხემძღვანელი: ნინო ანასაშვილი;

ევროსაბჭოს საერთაშორისო პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ორი წელია აქტიურად არის ჩართული სკოლა და მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური მონაწილეობით პროექტის ფარგლებში ხორციელდება მრავალი აქტივობა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი შემდეგი მასწავლებლები: ნათია ზაქაშვილი, თამარ ზაბახიძე, ნატო თაბაგარი. თბილისში გაერთიანებულ ტრენინგ-სემინარზე ჩვენი სკოლა ღირსეულად წარადგინა Xბ კლასის მოსწავლე თინათინ ნოზაძემ. დამრიგებელი: მანანა შუბითიძე;

აღსანიშნავია ჩვენი პატარა ჩემპიონის, IV კლასის მოსწავლე ილია ერაძის საერთაშორისო და რესპუბლიკური წარმატებები ჭადრაკში. დამრიგებელი: ნაზიბროლა არსენაძე;

რესპუბლიკური აქტივობები:

79-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციის ქიმიის სექციაში, რომლის ორგანიზატორიც იყო ქალაქ თბილისის ,,ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, მონაწილეობა მიიღო X კლასის მოსწავლე ნათია ფარქოსაძემ და ფინალურ ტურში წარადინა ნაშრომი: „ციფრული ეპოქა და მისი გამოწვევები“. ქიმიის მასწავლებელი: ზინა კაპანაძე. დამრიგებელი: მანანა შუბითიძე;

ფინედუსა" და საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებულ საინფორმაციო-შემეცნებითი სემინარში - „პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა“- მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები. ხელმძღვანელები: მარინა კაციტაძე და ნათია ზაქაშვილი;

საქართველოს მოსწავლეთა ჭადრაკის მესამე სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ - მონაწილეობდა ჩვენის სკოლის მეორეკლასელთა გუნდი მოსწავლეები: დანიელ გოგოლაძე; ნიკოლოზ გაბაძე; ანდრია ნიკოგოსიანი; გიორგი ლაბუჩიძე. ჭადრაკის მასწავლებელი: ნინო ჭიტაძე. დამრიგებლები: ელისო ენუქიძე, ანა კომლაძე;

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გაწეული შრომისა და ჩვენი სკოლის წარმოჩენისათვის. წარმატებას გისურვებთ!

აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მტკიცებულებებით (Excel და Pdf ფორმატით) და დღეს გადავაგზავნეთ!

ულევ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის ყველა გულშემატკივარს!“,- აღნიშულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია

შესანახი ყუთების შეძენამდე სკოლებმა კონკრეტული რეკომენდაცია უნდა ნახონ - სათავსო სპეციალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს

 

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება