| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არსიანმა“ საერთაშორისო ფესტივალ „GOLD STAR 2026“-ზე წარმატებით იასპარეზა და უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.
ორი კვირის განმავლობაში აჭარაში მყოფმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში, სადაც მაღალპროფესიულად შესრულებული ნომრებით მაყურებლისა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. შედეგად, ანსამბლმა პირველი ადგილი, ოქროს მედლები და ფესტივალის ლაურეატის წოდება მოიპოვა.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია ანსამბლ „არსიანს“ და მის ხელმძღვანელს, ჯონო დუგლაძეს, გამარჯვებას ულოცავს, მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის და მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას უსურვებს.
„არსიანის“ კონცერტები გამორჩეული იყო ფესტივალზე. სკოლა-გიმნაზიის დირექცია ულოცავს ანსამბლ „არსიანს“ და მის ხელმძღვანელს ჯონო დუგლაძეს - გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად