სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალისტია 
13-07-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „მომავლის თაობა“, რომლის წევრებმაც მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფარგლები არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს და ფინალში ღირსეული ადგილი დაიკავეს. 

მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“-ის ფარგლებში, ხაიშის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მომავლის თაობა“ ქალაქ ზუგდიდში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობდა.

ნახევარფინალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგა 28 სკოლა, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 6 გადავიდა.

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობებისა და ნახევარფინალზე წარმოდგენილი წარმატებული პრეზენტაციის საფუძველზე, ხაიშის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ღირსეულად მოიპოვა ფინალის საგზური.

სკოლაში ​ეკოკლუბელთა წარმატებით განსაკუთრებულად ხარობენ. 

„სკოლა გულითადად ულოცავს ეკოკლუბის წევრებსა და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

გვეამაყება თქვენი მიზანდასახულება, შრომისმოყვარეობა და მიღწეული შედეგი. გისურვებთ წარმატებას ფინალურ ეტაპზეც!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება