სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაზე დიდი ცვლილებები ხშირად ყველაზე პატარა სკოლებიდან იწყება“ - წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში
13-07-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლიც წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“. კონკურსის ფარგლებში ეკოკლუბელებმა არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს, პრემიის ფინალში უმაღლესი შეფასებით გადვიდნენ. 

ნახევარფინაში მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ, სადაც მთელი წლის საქმიანობა შეაჯამეს. 

„ყველაზე დიდი ცვლილებები ხშირად ყველაზე პატარა სკოლებიდან იწყება

პირველ ივლისს კეცხოველის პრემია 2026-ის ნახევარფინალზე, ჩვენი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლა უმაღლესი შეფასებით გადავიდა ფინალში.

ამ რამდენიმე წუთიან პრეზენტაციაში მთელი წელი ჩავატიეთ - იდეები, მარცხები, ახალი მცდელობები, ეკოკამპანიები, სოციალური ინიციატივები, მოხალისეობა და ერთი საერთო რწმენა, რომ გარემოზე ზრუნვა ცხოვრების წესია.

ხშირად გვგონია, რომ დიდი ცვლილებების მოხდენა მხოლოდ დიდ რესურსებს შეუძლიათ. მაგრამ ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერი ძალა ადამიანებშია - ბავშვებში, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ საკუთარ სოფელზე, ბუნებაზე და ერთმანეთზე.

განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო ჩვენი პრეზენტატორების შესახებ. მათ გულწრფელად და თავდაჯერებულად წარმოადგინეს ჩვენი საქმიანობა.ლიზის ჰქონდა გამოცდილება, ლიკუნასთვის ეს პირველი გამოსვლა იყო ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. მიუხედავად მღელვარებისა, მან ბრწყინვალედ გაართვა თავი და ორივემ ჟიურის განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურეს. ასეთ წუთებში ხვდები, რომ განათლების ყველაზე დიდი შედეგი ცოდნა კი არა, საკუთარ თავში აღმოჩენილი ძალაა.

კეცხოველის პრემია ესაა კონკურსი, რომელიც სკოლებს აერთიანებს საერთო მიზნისთვის - აღზარდოს თაობა, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობით იზრუნოს ბუნებაზე, საზოგადოებასა და მომავალზე.

აქ ფასობს იდეები, თანამშრომლობა, შრომა და ცვლილებები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ხდება.

გულწრფელი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის თითოეულ წევრსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. თქვენი მხარდაჭერა ასობით სკოლას აძლევს შესაძლებლობას, თამამად იფიქროს, იმოქმედოს და შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი რეგიონის კოორდინატორს - მაია კოდუას, რომელიც ყველაზე დიდი გულშემატკივარი და გვერდში მდგომია, რეგიონიდან ჩართული ყველა სკოლის მადლობა ჩვენს საოცარ მოსწავლეებს. თქვენ ხართ ამ წარმატების მთავარი ავტორები. მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მშობელსა და მხარდამჭერს, ვინც მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა.

დღეს ძალიან გახარებულები ვართ. ხვალ კი ისევ საქმეს დავუბრუნდებით, რადგან ვიცით, ფინალში გასვლა მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია, ყოველი ახალი პროექტით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დავტოვოთ სამყაროში.

პატარა სკოლა. დიდი ოცნებები. დიდი საქმეები. და ეს მხოლოდ დასაწყისია... “,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ ეკოკლუბის წარმატებით. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება