სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„12“ - დაბა ურეკის საჯარო სკოლის კინოკლუბის საინტერესო ფილმი სპორტის, შრომისა და გამარჯვების შესახებ
13-07-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლამ და კინოკლუბმა „Cinemaa Starss“ საინტერესო შემოქმედებითი პროექტი წარადმოადგინა.

კლუბის წევრებმა შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „12“, რომელიც სპორტის, მიზანდასახულობისა და გამარჯვებისკენ მიმავალი გზის შესახებ გვიყვება.

ფილმის რეჟისორია სოფიო აფშილავა-აკობია, მონტაჟზე ქეთა ბაკურაძემ იმუშავა, ხოლო ოპერატორები არიან ლიზა ხომერიკი და თეკლა გაგუა.

შემოქმედებითი გუნდის წევრები არიან - ანამარია გვარჯალაძე, ელენე ფუტკარაძე, ანანო ვაშაყმაძე, ნინი ვაშაყმაძე, თეკლა ძნელაძე და მარიამ გოგუაძე. 

მთავარ როლში: კი მირიან გაგუა და მისი 12 საქართველოს ჩემპიონი. 

ნამუშევარი აერთიანებს 12 განსხვავებულ ისტორიას, 12 უნიკალურ ხასიათსა და 12 გზას გამარჯვებისკენ. თითოეული გმირი საკუთარი შრომით, მონდომებითა და შეუპოვრობით ამტკიცებს, რომ წარმატება მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვის შედეგია. მოსწავლეთა ყოველი სპორტული წარმატების უკან კი დგას თავდადებული მწვრთნელი - მირიან გაგუა, რომელიც ბავშვების გამარჯვების რწმენას შთააგონებს და მათი დიდი მხარდამჭერი და წამახალისებელია. 

ფილმი - „12“ გვიყვება სპორტის, მეგორობის, გუნდური მუშაობისა და თავდადებული მასწავლებლის შესახებ. 

„ფილმი შეიქმნა დიდი შრომის, მონდომებისა და შემოქმედებითი სიყვარულის შედეგად.

გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, სკოლას, მშობლებსა და ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა და მხარი დაგვიჭირა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს - სწორედ თქვენი თავდადებით გაცოცხლდა ეს ისტორია ეკრანზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ფილმს გვიზიარებენ. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება