სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად სუფთა გარემოსთვის!“- წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივა
10-07-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „დედამიწელები“, რომლის წევრებიც ბუნებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის ეკოკლუბმა - „დედამიწელები“ - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივა განახორციელა. „ერთად სუფთა გარემოსთვის!“- აღნიშნეს ეკოკლუბელებმა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაგროვეს და ქართულ ეკომეგობრული ბრენდს - „ტენს“ მიაწოდეს. 

„თემში შეგროვდა ათეულობით ტომარა პლასტმასას ნარჩენი, რომლებიც დიდი სატრანსპორტო ავტომობილით გადავაგზავნეთ, ხოლო ჩვენმა პარტნიორმა Tene - ტენე პასუხისმგებლობით ჩაიბარა.

გულითად მადლობას ვუხდით ტენეს თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და გარემოზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეკოკლუბის წევრებს საჩუქრად გადაეცათ ეკომეგობრული დამტენები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მდგრადი განვითარების იდეების მხარდაჭერას.

ტენეს საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების გზით ამცირებს გარემოს დაბინძურებას, ხელს უწყობს რესურსების ხელახალ გამოყენებას და საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.

გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ადამიანს შთააგონებს, იზრუნოს ბუნებაზე, რადგან თითოეული შეგროვებული პლასტმასის ბოთლი ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება