| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ღონისძიება სიხარულით, ემოციებითა და თბილი მოგონებებით იყო სავსე და არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, დაუვიწყარი მოგონებები და დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის დასრულება მთელმა სკოლამ მიულოცა.
დირექციის წევრებმა და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს და მიულოცეს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება.
„უჩვეულო და განსაკუთრებული წელი გამოვიდა - წელს სკოლიდან ერთდროულად გავაცილეთ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ეს დღე სავსე იყო სიხარულით, სიამაყით, მონატრებითა და უამრავი ემოციით.
თითოეულმა მათგანმა დატოვა საკუთარი კვალი ჩვენი სკოლის ისტორიაში. ვუყურებდით მათ, როგორ იზრდებოდნენ, სწავლობდნენ, იბრძოდნენ მიზნებისთვის და დღეს უკვე ახალ ეტაპზე გადადიან.
განსაკუთრებული მადლობა მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც ამ გზაზე დიდი სიყვარული, დრო და შრომა ჩადეს. გვჯერა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ღირსეულად გააგრძელებენ გზას, აისრულებენ ოცნებებს და ყოველთვის სიყვარულით გაიხსენებენ სკოლაში გატარებულ წლებს.
გილოცავთ, ძვირფასო მოსწავლეებო! წინ დიდი შესაძლებლობები, ახალი გამოწვევები და წარმატებებით სავსე მომავალი გელოდებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად