სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინგლისური ენის საინტერესო ღია გაკვეთილი და მშობელთა მაღალი შეფასება - ცხუმარის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს
10-07-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით და ნაყოფიერად წარიმართა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა საინტერესო გაკვეთილებით, მრავალფეროვანი აქტივობებითა და თანამედროვე მიდგომებით. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. 

აღსანიშნავია, ინგლისურ ენაში ჩატარებული მეტად საინტერესო ღია გაკვეთილი, რომელიც მასწავლებელმა, ქეთევან ემრაშვილმა, III კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა.

საგაკვეთილო პროცესს მშობლები ესწრებოდნენ.

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით, საინტრესო დავალებებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები წარმოაჩინეს, წარმატებით შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალებები და დამსწრეთ თავიანთი მიღწევები გააცნეს.

ღია გაკვეთილის დასრულების შემდეგ მშობლებმა კმაყოფილება გამოხატეს სასწავლო პროცესის ხარისხის, მოსწავლეთა ცოდნისა და მასწავლებლის პროფესიონალიზმის მიმართ. მათ მადლობა გადაუხადეს ინგლისური ენის მასწავლებელს, ქეთევან ემრაშვილს, ასევე სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ კოლექტივს იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რომელსაც მოსწავლეთა ხარისხიანი განათლებისა და მათი მრავალმხრივი განვითარების საქმეში ყოველდღიურად დებენ.

მსგავსი ღია გაკვეთილები ხელს უწყობს სასკოლო ცხოვრებაში მშობლების აქტიურ ჩართულობას, რაც მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება