სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინოვაციური სიახლე კოხტის საჯარო სკოლაში - ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის უფასო კლუბი გაიხსნება
06-07-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის რუსული ენა/ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გვიჩიანი პროექტის „რობოტიკა სკოლებში“ კონკურსის ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური ტესტირების შედეგების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 100 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა.

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების, რობოტიკისა და STEAM განათლების მიმართულებით გაიღრმავა ცოდნა და პრაქტიკულ გამოცდილება.

აღნიშნული პროექტი სრულად დაფინანსდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ახალი, 2026–2027 სასწავლო წლიდან, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე დაფუძნდება რობოტიკის უფასო კლუბი, რომელიც აღიჭურვება ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ტექნოლოგიური ინვენტარით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსითა და უახლესი რობოტექნიკით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის შექმნა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და ინოვაციური, თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარების მიმართულებით.

„რობოტიკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფეროა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას. მისი შესწავლა ადრეული ასაკიდან ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული საქმიანობის გზით განივითარონ ლოგიკური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარები, შემოქმედებითი ხედვა და ტექნოლოგიური კომპეტენციები.

ჩვენი მიზანია, სკოლამ თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც სწავლა გადაიქცევა აღმოჩენების, ექსპერიმენტებისა და ინოვაციების საინტერესო პროცესად, ხოლო მომავლის პროფესიისთვის საჭირო ცოდნა და უნარები ბუნებრივად და სახალისოდ ჩამოუყალიბდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება