სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია
03-07-2026
-
+


სკოლებისა და ბაღების მშენებლობიდან მოპარული ფულის საქმე - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე სასამართლომ „ლაგი კაპიტალის" 2 წარმომადგენელი დამნაშავედ ცნო - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილებს 10-10 წლით პატიმრობა შეუფარდა. 

დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 კომპანია “ლაგი კაპიტალის” ხელმძღვანელები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2025 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. 

ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილებს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცის ედავებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ შპს „ლაგი კაპიტალმა „მოიგო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. თუმცა საგამოძიებოს განცხადებით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

ამასთანავე, უწყებაში აღნიშნეს, რომ არ აშენებულა ჯამში 4 სკოლა რასაც კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.

უწყება აცხადებს, რომ გარკვეული მექანიზმის გამოყენებით, ბრალდებულები უკანონოდ დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება