სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაბიჯი დიდ სასკოლო ცხოვრებაში - მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება კაცხის საჯარო სკოლაში
15-06-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება ულამაზესი ღონისძიებით აღნიშნეს.

კლასის ხელმძღვანელის, ფატი გაფრინდაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარებული მეოთხეკლასელების ღონისძიება დაუვიწყარი ემოციებითა და სიხარულით იყო სავსე.

ეს იყო დღე, როდესაც ერთად შევაჯამეთ ოთხი წლის განმავლობაში განვლილი გზა. პირველი დაწერილი ასოებიდან და ციფრებიდან დაწყებული, პირველი დიდი მეგობრობითა და ერთობლივი გამარჯვებებით დასრულებული. 

ჩვენმა პატარებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ როგორ გაიზარდნენ, რამდენი რამ ისწავლეს და როგორ მყარად დგამენ ნაბიჯებს მომავლისკენ“, - აღნიშნა პედაგოგმა.

ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით, შემოქმედებითი გამოსვლებითა და მადლიერების თბილი სიტყვებით, რომლებმაც არავინ დატოვა გულგრილი.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ნორა ბუცხრიკიძემ.

ძვირფასო ბავშვებო, თქვენ წარმატებით დაასრულეთ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და წინ კიდევ უფრო საინტერესო, აღმოჩენებით სავსე საბაზო საფეხური გელით.

გვჯერა, რომ იმ ცოდნითა და ღირებულებებით, რაც ამ წლების განმავლობაში დააგროვეთ, კიდევ ბევრჯერ გვასახელებთ და შეგვაყვარებთ თავს!      

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ დამრიგებელს ფატი გაფრინდაშვილს  და პედაგოგებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად, უდიდესი სიყვარულითა და მოთმინებით ხელმძღვანელობდნენ თითოეულ მოსწავლეს, და რა თქმა უნდა, მშობლებს - სკოლის მთავარ დასაყრდენებსა და პარტნიორებს ამ საპასუხისმგებლო გზაზე.

გილოცავთ დაწყებითი სკოლის დასრულებას! იფრინეთ მაღლა, იოცნებეთ დიდ მიზნებზე და მუდამ გჯეროდეთ საკუთარი ძალების“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა მიმართვაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება