სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უკანასკნელი გმირების“ ხსოვნას თბილისის N117 სკოლამ პატივი მიაგო - გაიცანით თაობა, რომელიც არ ივიწყებს ისტორიას
15-06-2026
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლა წლებია ერთგულად ემსახურება მთავარ მიზანს - აღზარდოს მრავალმხრივ განვითარებული, მოაზროვნე და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე თაობა. სკოლის მესვეურებს კარგად ესმით, რომ განათლება მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება და ამის საუკეთესო მაგალითია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. 

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ჩატარდა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, ისტორიის მასწავლებლის, ქალბატონი ნონა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი - „უკანასკნელი გმირები“, რომელიც საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში თავისუფლებისა და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, „მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და საოცარი ემოციურობით მოირგეს ისტორიული პერსონაჟების როლები. მათი შესრულება იმდენად გულწრფელი და შთამბეჭდავი იყო, რომ დარბაზში მყოფთათვის ცრემლის შეკავება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. სცენაზე გაცოცხლებულმა ისტორიებმა მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველი ერის მიერ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა და თავგანწირვის ფასად მოპოვებული თავისუფლების მნიშვნელობა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი, ბატონი კახა სამხარაძე; სამგორის რაიონის განათლების, კულტურის, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენლები; სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები; ომში მებრძოლი ვეტერანები; სასულიერო პირები; რაიონის სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორები; მსახიობები; პედაგოგები; მშობლები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

სპექტაკლის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოსწავლეთა მშობლებმა, რომლებმაც შექმნეს სცენის დეკორაციები და იზრუნეს მის მხატვრულ გაფორმებაზე, რითაც ღონისძიებას განსაკუთრებული ესთეტიკური სახე შესძინეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ დარბაზში განსაკუთრებულად იგრძნობოდა სიამაყის, მადლიერებისა და პატივისცემის განცდა იმ გმირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს.

პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, ღონისძიების ფარგლებში, სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია ღვინაძისა და დირექტორის მოადგილის, ქალბატონ მარიამ კულუხოვის ხელმძღვანელობით, მოეწყო გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსკურსია ქალაქ გორში და სოფელ  შინდისში. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული 17 შინდისელი მებრძოლის ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება იყო. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი თაობის აღზრდაში, ეხმარება მათ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექტორმა მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს გულითადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება