| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის დასრულებას ღონისძიება მიეძღვნა, რომელი ერთი მოსწავლისთვის ჩატარდა.
გვინდა გაგაცნოთ გაბრიელ ჩინჩალაძე, რომელიც სექტემბრიდან მე-5 კლასში წავა, თუმცა მანამდე მთელმა სასკოლო საზოგადოებამ დაუვიწყარი ემოციები აჩუქა მას.
აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის განმავლობაში გაბრიელის გვერდით იყო დამრიგებელი მარინე ცუცქირიძე. მასწავლებლისა და მისი ერთადერთი მოსწავლის ეს საოცარი ტანდემი კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდია პედაგოგის როლი ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც თითოეულ გაკვეთილს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა და მშობლიური სითბო სჭირდება.
ტყემლოვანის საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს ამ დღის ამსახველ ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს საზეიმო განწყობა, ბავშვური გულწრფელობა და ის დიდი სიყვარული, რაც ამ პატარა კლასში ტრიალებს.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მთელი სასკოლო საზოგადოება გაბრიელ ჩინჩალაძესა და მის დამრიგებელს, მარინე ცუცქირიძეს, ულოცავენ დაწყებითი კლასების წარმატებით დასრულებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა