სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა - რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სიგელები, ხოლო მასწავლებლებმა  მადლობის ოფიციალური წერილები მიიღეს
15-06-2026
-
+


სასწავლო წლის დასასრულს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში სკოლის ბიბლიოთეკარის ირმა ჯიბლაძის ორგანიზებით მოსწავლეთა მე-10 სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მიზანია, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება. კონფერენციას უძღვებოდა საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის თავმჯდომარე მაია ხომერიკი.

კონფერენციის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები:

1. „ციფრული ეპოქა, ციფრული ეკრანი და თეთრი ღამე - ციფრული ეპოქის უხილავი საფრთხე“ მომხსენებელი X კლასის მოსწავლე მარიამ გეგეშიძე.

აღნიშნულმა თემამ ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 79-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციაზე ბიოლოგიის სექციაში I - ადგილი დაიკავა. ( ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია).

2. „წიგნი თუ კომპიუტერი, სფრთხე და გმოწვევები“ - მომხსენებელი: მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე. (ხელმძღვანელი  ქართული ენისა და ლიტ. მასწავლებელი ქეთევან ვეკუა).

3. „სილამაზე ღმერთის საჩუქარი თუ ცოდვა“ - მომხსენებელი: მე-8 კლასის მოსწავლე ელენე ქოიავა.( ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტ. მასწავლებელი ქეთევან ვეკუა).

 4. „მიუწვდომელ წერტილამდე მანძილის განსაზღვრა“- მომხსენებელები: მე-9 კლასის მოსწავლე საბა ფირცხალავა და მე-10 კლასის მოსწავლე ქრისტინე პაპავა. (ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია).

5. „მაგიური კოქტეილი მცენარეებისთვის“ მომხსენებლები: მე-10 კლასის მოსწავლეები ნინო გეგეშიძე და ნონა გოგავა. (ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ნანა ძაძამია).

6. „ხელოვნური თანამგზავრები და მათი გამოყენება“ - მომხსენებლები : მე-9 კლასის მოსწავლეები ბექა გიგინეიშვილი და გიორგი ჯიბლაძე. (ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი ნათელა კიკაბიძე.)

7. „სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია საქართველოში“ - მომხსენებელი მე-10 კლასის მოსწავლე ანი გაბუნია.( ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მაია ხომერიკი).

8. „ედგარ ალან პო-ს ანაბელ ლი“ თარგმანი - მომხსენებელი: მე-7 კლასის მოსწავლე სოფია გეგეშიძე. (ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი ლიკა გაბელაია).

10. „ერკეთის დედათა მონასტერი - სამოთხე დედამიწაზე“ - მომხსენებელი: მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე. (ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე).

11 „სიზმრისა და რეალობის საზღვრის მოშლა მაქს ერნსტის შემოქმედებაში“ - მომხსენებელი: მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბარნაბიშვილი.( ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი  სოფიო ჯიბლაძე).

კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ნათელა კიკაბიძემ.

მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის, მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ, ხოლო მასწავლებლებს ბრძანებით გამოეცხადათ მადლობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება