სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გაივლიან ცხოვრების ახალ ეტაპებს“ - დეხვირის საჯარო სკოლაში IX-X კლასების მოსწავლეებს საზეიმოდ დაემშვიდობა
15-06-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში IX-X კლასების მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო, ემოციური და მრავალფეროვანი ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ლიტერატურული ნომრებითა და შემეცნებით-შემოქმედებითი პერფორმანსებით, რომლებმაც მაყურებელს არაერთი ემოციური წუთი აჩუქა.
 
სკოლის ეზო ღიმილით, მადლიერებითა და დაუვიწყარი მოგონებებით იყო სავსე.  განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ლამაზ დღეს აქტივობებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მრავალფეროვნებასა და ხიბლს სძენდა.
 
„ბოლო ზარი - ახალი გზების, ახალი შესაძლებლობებისა და დიდი ოცნებების დასაწყისია. გვჯერა, რომ ჩვენი მოსწავლეები მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და წარმატებით გაივლიან ცხოვრების ახალ ეტაპებს.
 
თითოეულ მათგანს ვუსურვებთ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებებით სავსე მომავალს!
 
Ნინი, სოსო, ალექსანდრე - გვიყვარხართ“ - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა ხათუნა ხეცურიანმა.
 
დეხვირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლის საფეხურის დასრულება მიულოცეს და წარმატება უსურვეს: დეხვირის სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა და ლასურიაშის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში თამაზ ჭაბუკიანმა, ღონისძიებაზე მოწვეულმა ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა პაშა ახვლედიანმა და ასმათ ალავიძემ, მშობლებმა ნათია ბენიძემ და მედეა კვირიკაშვილმა და მასწავლებლებმა ინგა უგრეხელიძემ და ქრისტინე ჭაბუკიანმა.  
 
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელიც დეხვირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს
 
 

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება