| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლის მეორე კლასის პედაგოგის თამარა ქობელაშვილი ორგანიზებით, მოსწავლეები შემეცნებითი და სახალისო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებშიც სოფელ ნახუნაოში მდებარე Ostrich Georgia მოინახულეს.
დღე პატარებისთვის საინტერესო აღმოჩენებითა და დადებითი ემოციებით იყო სავსე. ბავშვებმა დაათვალიერეს სირაქლემები, დეკორატიული ფრინველები, სანაშენე ცხოველები და ზოოპარკის სხვა ბინადრები, რაც მათთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს დადიანების სასახლე სალხინოში, სადაც რეგიონის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ. ორგანიზატორების შეფასებით, დადიანების სასახლემ შემეცნებითი მოგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი გახადა.
თამარა ქობელაშვილის თქმით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და საკუთარი კუთხის უკეთ გაცნობაში. ექსკურსიები ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში გაამყარონ და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მნიშვნელობა უკეთ გაიაზრონ.
მასწავლებელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხა ზოოპარკის მასპინძელს გულთბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის. ასევე, მადლიერება გამოხატა ბანძის საჯარო სკოლის მეორე კლასის მშობლების მიმართ, რომელთა აქტიურმა მხარდაჭერამ და ჩართულობამ ეს დღე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ მოვლენად აქცია.
როგორც თამარა ქობელაშვილის აღნიშნავს, მსგავსი შემეცნებითი გასვლები მომავალშიც გაგრძელდება და მოსწავლეებს საკუთარი რეგიონის საინტერესო ადგილების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას